დედაქალაქის გარკვეულ უბნებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, ნადიკვარის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ჩარგლის, თიანეთის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის , ხოლო მაცხოვრებლებს შეეხება 13:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიას ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.
