დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
14:53 26.03.2017
თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გუმათჰესის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ვეკუას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11:30 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლები, 14 საათიდან 15 საათამდე კი მუხიანის აგარაკების მაცხოვრებლები.

აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, ბუაჩიძის, ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, ტაშკენტის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლები.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნიორაძის, ქურხულის და ფოსტის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, 15 საათიდან 16:30 საათამდე შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა