მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო
მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო
14:21 23.06.2012
მანდატურების ინიციატივით, დღეს თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 161 საჯარო სკოლის ეზოს , მიმდებარე ტერიტორიასა და სასწავლო დაწესებულებას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ერთობლივად ასუფთავებდნენ.
განათლების სამინისტროს ცნობითვე, მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია, თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

ბეჭდვა