ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „კამელიების” გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „კამელიების” გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
18:44 25.03.2017
ბათუმის ბოტანიკური ბაღში „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, გაიმართა კამელიების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 70-მდე ჯიში და 20-მდე ჰიბრიდული ფორმა.
“ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მორიგი არაჩვეულებრივი „კამელიების“ გამოფენა მოეწყო, ეს არის დღესასწაული, ფესტივალი. დაგეგმილია სხვა ანალოგიური ღონისძიებები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, უამრავი უცხოელი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოდის, რომელთაც აქვთ საშუალება მოინახულონ და დატკბნენ ჩვენი ბათუმის „სავიზიტო ბარათით“ ბათუმის ბოტანიკური ბაღით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ხშირად იარონ ბოტანიკურ ბაღში, ასევე მადლობა გადავუხადო ბაღის ადმინისტრაციას” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ღონისძიება, ხელს უწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.

ბეჭდვა