თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს
თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს
14:40 25.03.2017
ვაკის მედიათეკა იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მართავს ღონისძიებას, რომელზეც „ჩვენი თეატრის“ მსახიობები გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას „ჩვენი ბენდი“.
ასევე, მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა.
ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკელის“ მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებსა და საზოგადოებაში.
„ჩვენი ხმა საზოგადოებაში“ ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ 15-21მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.

ბეჭდვა