ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა დღეს სამშენებლო კომპანია M2-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს.
აქცია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაიმართება, სადაც, აქციის ორგანიზატორების თქმით, კომპანია M2 ოთხი 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.
მათივე თქმით, ამ მიზნით სარეკრეაციო ზონა 1-ის ცვლილება იგეგმება.
„აქციას უერთდება და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებს თბილისის სხვადასხვა უბნის (თამარაშვილის, ნუცუბიძის, ნიაღვრის, ჭონქაძის, გლდანის) მოსახლეობა, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების შედეგად არიან დაზარალებულები“-აცხადებენ ორგნიზატორები.
როგორც რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ადგილზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, გერმანელ ტყვეთა სასაფლაო იყო.
