გარემოს დაცვის მინისტრი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
16:38 24.02.2012
კენიაში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველი საბჭოს სპეციალური სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი  გოგა ხაჩიძე UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ამინა მოჰამადს და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორ იან დუსიკს შეხვდა.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს 2012 წლის გარემოსდაცვითი განათლების წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები გააცნო. გოგა ხაჩიძემ კი UNEP-ს საქართველოში რეგიონალური ოფისის დაფუძნება შესთავაზა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობასა და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას შორის საქმიანი ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება.

ბეჭდვა