დავით ჩიხრაძემ გორის მუნიციპალიტეტში სოციალურ პროექტებზე და შშმ პირთათვის არსებულ გარემოზე ისაუბრა
დავით ჩიხრაძემ გორის მუნიციპალიტეტში სოციალურ პროექტებზე და შშმ პირთათვის არსებულ გარემოზე ისაუბრა
10:03 25.03.2017
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემაში „შესვენების საათი“ მუნიციპალიტეტში მიმდინარე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტერგაციის კუთხით ხორცილედება.

დავით ჩიხრაძის განცხადებით, გამგეობა ზრუნავს და მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელადაა მიმართული. ასევე ხდება საჭიროების შესაბამისად ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაც.

„მუნიციპალიტეტმა შეადგინა 2017 წლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ისეთ დახმარებებს და ისეთი პირებისთვის, რომლებიც არ ემთხვევა და არ კვეთსჯანდაცვის სამინისტროს პროგრამას. ჩვენი პროგრამა 18 მუხლისგან შედგება, სადაც არის გათვალისწინებული შშმ პირების დახმარებები. კერძოდ, მე-6 მუხლი არისშემდეგი სათაურით:

„მკვეთრად და მნიშნელოვანად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, ფენილკეტონურიის, ცელიაკიის, იქთიოხის სინდრომით დაავადებულთა დახმარება“. გარდა ამისა, კიდევ ვაპირებთ რამოდენიმე მიმართულება შევიტანოთ, რომელიც აქ არის გამორჩენილი. მაგალითად, ასეთია ყრუ-მუნჯთა კატეგორია“ - განაცხადა დავით ჩიხრაძემ.

მისივე განცხადებით მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ეწყობა ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის. სახელმწიფო ცდილობს ეტაპობრივად შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, რათა თავი იგრძნონ სრულფასოვან მოქალაქეებად.

ცერებრალური დამბლის, აუტიზმით, დაუნის, ფენილკეტონურიის, ცელიაკიის, იქთიოხის სინდრომის მქონე პირთათვის მკურნალობისთვის 500 ლარია გამოყოფილი, დამატებით 500 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული ცერებრალური დამბლის, აუტიზმით, დაუნის, ფენილკეტონურიის მქონე პირთათვის, უსინათლოებზე 250 ლარი ერთჯერადად.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს ასევე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ შშმ ბავშვების დღის ცენტრის მომსახურებას (კვება და კომუნალური ხარჯები). დღის ცენტრს თანადაფინანსების პროგრამით გამგეობა წელიწადში 28 000 ლარით აფინანსებს. სეზონურად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს შშმ. ბავშვების საზღვაო კურორტზე, კერძოდ ურეკში დასვენება-რეაბილიტაციას. ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

ბეჭდვა