ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
15:33 24.03.2017
კრწანისის გამგეობა ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

აფხაზეთის II ჩიხში, 1100 კვ.მ-ზე, ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო. მიმდინარეობს გზის კაპიტალური მშენებლობა აფხაზეთის I ჩიხში, სადაც სამუშაოები 1100 კვ.მ-ზე შესრულდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, თბილისის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ქეთი მამულაშვილთან ერთად გაეცნო.

ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წელს, გზის კეთილმოწყობა კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო გულბანის I და II ჩიხებში, რაფავასა და ხვიტიას ქუჩებზე. საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ აწარმოებს.

ბეჭდვა