პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
10:15 24.03.2017
პარლამენტის თბილისის სასახლეში, დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის დუაენი საქართველოში - მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიმართავენ.
კონფერენციის ფარგლებში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოხსენებებს წარმოადგენენ.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერონ.
ღონისძიების დასასრულს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მონაწილეებს დალოცავს.

ბეჭდვა