ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება
ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება
11:30 23.03.2017
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 24 მარტს განახორციელებს.
გადაერთების სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 24 მარტს, დილის 11:00 საათიდან 25 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება ივერთუბნის დასახლებას, რეხის I, II და III ქუჩებს და ხუდადოვის ქუჩის N173-ის კორპუსებს შეეზღუდება.


ბეჭდვა