დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:34 23.03.2017
თბილისის გარკვეულ უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თოდრიას, გორდის, ზედაზენის, ორბეთის, კლდეკარის, სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, სუვოროვის, ზედაზენის, ჟღენტის და ნაქალაქევის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ხანძთელის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

15:30 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა