თსუ-ს CERN-ის და JKINR-ის დირექტორები ეწვევიან
თსუ-ს CERN-ის და JKINR-ის დირექტორები ეწვევიან
09:56 23.06.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორი პროფესორი როლფ ჰოიერი და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (JKINR) დირექტორი პროფესორი ვიქტორ მატვეევი ეწვევიან.
თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, როლფ დიტერ ჰოიერს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება, ვიქტორ მატვეევს ქართველი მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის კი, მადლობის სიგელი გადაეცემა.
ამავე დროს, პროფესორი როლფ ჰოიერი საჯარო ლექციას წაიკითხავს, ხოლო პროფესორი ვიქტორ მატვეევი ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე ისაუბრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბეჭდვა