თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
19:51 21.03.2017
დედაქალაქის გარკვეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ღვინის აღმართის, ტყავის ჩიხის, გრიგოლ ხანძთელის, ლესელიძის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლები.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 16 საათამდე ენერგომომარაგება ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს შეუწყდება.

14 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლები.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა სადგურ ლილოს და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს შეეხება.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო კი 10 საათიდან 11 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 17 საათიდან 18 საათამდე კი სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.


ბეჭდვა