განვითარების კვლევითი ინსტუტუტი „გლობალ ტვ“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს
განვითარების კვლევითი ინსტუტუტი „გლობალ ტვ“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს
19:27 22.06.2012
ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები, რომლებიც „გლობალ ტვ“-ის სატელიტურ ანტენებს უკავშირდება, შეუძლებელია შეფასდეს სხვაგვარად, ვიდრე ინფორმაციის  თავისუფლად გავრცელებისა და მიღების კონსტიტუციური უფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
როგორც კვლევითი ინსტუტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების ქმედებები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწვევს და მკვეთრად აუარესებს საარჩევნო გარემოს.
„მიუხედავად იმისა თუ რა მიზანი აქვს ინფორმაციის მიღების ტექნიკურ საშუალებას - კომერციული თუ პოლიტიკური, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქმედება კომერციულად მომგებიანი თუ ამის შედეგად ნებისმიერ მომხმარებელს, ყველა სატელევიზიო პროგრამის შეუზღუდავად მიღების შესაძლებლობა ექნება, ანტენის დადგმა არანაირად არ შეიძლება შეფასდეს არც რომელიმე პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ ქმედებად და არც ამომრჩეველთა მოსყიდვად“- ნათქვამია განცხადებაში.
კვლევითი ინსტუტუტის განმარტებით, „გლობალ ტვ“-სთვის ანტენების დამონტაჟების აკრძალვით, პირდაპირი ზიანი მიადგა ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. მათ წაერთვათ ალტერნატიული წყაროებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევაა.
ინსტუტუტი კომპანიის ფინანსურ ზარალზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მნიშნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა თავად „გლობალ ტვ“-ს. მას განუსაზღვრელი ვადით დაახლოებით 300 000 ანტენის დადგმის შესაძლებლობა წაერთვა, შესაბამისად, დადგმიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველთვიურად დაახლოებით 1,5 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამდენად, ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ამით თავისუფალი კონკურენციისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის კონსტიტუციური პრინციპები დაირღვა.

ბეჭდვა