ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურები განთავსდება
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურები განთავსდება
15:22 21.03.2017
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით, სადაც გამარჯვებულ კომპანიად შპს „ჯეოკრაფტი“ გამოვლინდა.
პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 10 %;
შპს „ჯეოკრაფტი“ – 90 %.
პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი) სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“ მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.

ბეჭდვა