ძლიერმა ქარმა თბილისში ელექტროსადენები დააზიანა
ძლიერმა ქარმა თბილისში ელექტროსადენები დააზიანა
13:05 21.03.2017
ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
კომპანიის ცნობით, უამინდობის გამო დაფიქსირდა რამდენიმე ავარიული გამორთვა, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ძაბვის ქსელში. გაითიშა მაღალი ძაბვზის ელექტროგადამცემი ხაზები „ვერა-1“, „ლისი“, „საბურთალო-1“ და „ორხევი-1“. დაბალი ძაბვის ქსელში დაფიქსირდა 5 დაზიანება. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში სარეზრვო ხაზების მეშვეობით აღუდგა.

ბეჭდვა