ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
19:23 20.03.2017
ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.

ბეჭდვა