სასჯელაღსრულების სამინისტრო ხვალ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
სასჯელაღსრულების სამინისტრო ხვალ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
17:27 20.03.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხვალ ევროკავშირის დაფინანსებული EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი რუმსი“-ში 11:00 საათზე გაიმართება, ხაზგასმული იქნება სოციალურ მუშაკთა როლი პენიტენციურ და პრობაციურ სისტემებში.
ღონისძიებაზე სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტრო ათ სოციალურ მუშაკს და რვა ორგანიზაციას დააჯილდოვებს.

ბეჭდვა