მიმდინარე წლის 20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის
მსურველებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება მოეთხოვებათ.
მაგისტრობის მსურველები წელსაც არჩეული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებებს შეასრულებენ. ვისაც სწავლის გაგრძელება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ხელოვნების, განათლების აგრარული და სოციალური მეცნიერებების განხრით სურს, A ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს. საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნესის, ეკონომიკის, ფიზიკის, მათემატიკის არჩევის შემთხვევაში B ტიპის ტესტს ირჩევთ, ხოლო თუ სამართლის განხრით გსურთ სწავლის გაგრძელება C ტიპის ტესტს.
