სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებით მოწამვლის რისკის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებით მოწამვლის რისკის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
13:01 19.03.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.
ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი.
„ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას“-აცხადებენ სააგენტოში.

ბეჭდვა