წყნეთში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
წყნეთში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
16:59 18.03.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებიჩატარდა.
გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამდღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა დაოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათსხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ახორციელებდნენ.

ბეჭდვა