ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში
გაიმართება გამოფენა „გაზაფხულის ცოცხალი ფერები“.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება.
