სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, დღეს გაიმართება ხელმოწერის ცერემონია საქართველოს წითელი ჯვრის
საზოგადოებასა და უნგრეთის საელჩოს შორის. ხელშეკრულების ხელმომწერი პირები არიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ბატონი პიტერ სიიარტო.
შეხვედრის მიზანია 2015 წლის 13-14 ივნისის თბილისის წყალდიდობით დაზარალებული ადამიანების დახმარება საკვები და არასაკვები ამანათებით, ასევე ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სწჯს-ის ფსიქოსოციალური ცენტრის საშუალებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და თანამშრომლები დაზარალებულ მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში უწევდნენ პირველ დახმარებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომლები, მოხალისეები და წყალდიდობით დაზარალებული ოჯახები.
მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი. ( სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თეონა ნავდარაშვილს ნომერზე (+995) 555 53 95 59
