წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
11:04 17.03.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 17 და 18 მარტს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების სპეციალისტებთან ერთად, უფასო, მაღალკვალიფიციურ გამოკვლევებს სთავაზობს.
ღონისძიებაძე დარიგდება უფასო,საჭირო მედიკამენტები.
ექიმის შემადგენლობაში იქნებიან:ოჯახის ექიმი, ქირურგი, პედიატრი, დერმატოლოგი, ნერვოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოტოლარინგოლოგი.
ღონისძიებაზე ჩატარდება შემდეგი კვლევები:ელექტროკარდიოგრაფია,ულტრასინოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანო), გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
კვლევა-კონსულტაციები იწარმოებს პარასკევს - 15:00 საათიდან, შაბათს კი 10:00 საათიდან დაბა წყნეთის სკოლის შენობაში.

ბეჭდვა