ხობის მუნიციპალიტეტს განახლებული ცენტრალური სტადიონი ექნება.
ხობის მუნიციპალიტეტს განახლებული ცენტრალური სტადიონი ექნება.
13:16 16.03.2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა.
ზურაბ ალავიძესთან ერთად ხობში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იმყოფებოდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობა ექნება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 444 998 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოებზე 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ბეჭდვა