დაგეგმილი სხვადასხვა სახის სამუშაოების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ორხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 15 საათამდე პერიოდში ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლები.
საბურთალოს რაიონში კი, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგია დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ასევე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეეხება.
ნაზალადევის რაიონში კი, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჟღენტის, სამღერეთის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, თამარაშვილის, კალიუჟინის, კაჭრეთის, მიტინგის და ენისელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, კიშინიოვის, ზეკარის, თოდრიას, სანავარდოს, ლუბოვსკის, ბენდელიანის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
