თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
11:29 15.03.2017
დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება
დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა კრწანისის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, ლერმონტოვის, საიათნოვას, ბეთლემის, ახოსპირელის და ჩიხლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო, 10 საათიდან 17 საათამდე ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, 10 საათიდან 16 საათამდე ელექტომომარაგება ლეონიძის, კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ნაძალადევის რაიონში კი, 10 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება არ მიეწოდება გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ასევე, შეზღუდვა, 13 საათიდან 17 საათამდე კი ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

საბურთალოს რაიონში 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გელოვანის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.

12 საათიდან 16 საათამდე კი ელექტრომომარაგებას ვერ მიიღებენ დაბა კოჯრის, ტაბახმელის, კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მაცხოვრებლები.


11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ისნის რაიონში ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, 11 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება გლდანის მასივის V მიკრორაიონის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.

ბეჭდვა