განათლების სამინისტროში დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა
განათლების სამინისტროში დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა
15:50 14.03.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EU, UNDP, GIZ, MCA, ETF).
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამინისტროსა და ზოგადად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობები, ასევე, დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები. შეფასდა პროფესიული განათლების სფეროში 2017 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობა და გამოწვევები. დონორი ორგანიზების მიერ განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები.

ბეჭდვა