სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებს ახალი
გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია წარუდგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, არჩილ ბუკიას დღემდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ასევე, წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. მათ შორის საქართველოს თანადაფინანსების ფონდში და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში.
მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
