კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ანტენების დაადაღებასა და სამარშრუტო ტაქსებში რადიოების გათიშვას საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა" ინფორმაციის
გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იღებს - საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიოტალღების ჩახშობას, კერძო საკუთრებაში არსებული სატელევიზიო სიგნალის მიმღებ ანტენებთან ბრძოლა დაემატა.
„საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაზე მონოპოლიის შენარჩუნების მცდელობა მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ უთანასწორო პირობების შექმნით არაკეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას“ - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.
