ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს 3 მარტი მიულოცა
ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს 3 მარტი მიულოცა
15:44 03.03.2017
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს. მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს.
ვახტანგ ყოლბაიამ დედებს მათი შვილების გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
ბეჭდვა