დედის დღესთან დაკავშირებით, „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“
იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.
აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ ხელი მოაწერეს.
„დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა“ აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკაში წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ, ხოლო ყველა კვლევა ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.
