დღეს დედის დღე აღინიშნება
დღეს დედის დღე აღინიშნება
09:00 03.03.2017
საქართველოში დღეს დედის დღეს ზეიმობენ.
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიც
თავდაპირველად, დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
დასავლეთის ქვეყნებში დედის დღეს 11 მაისს აღნიშნავენ.
დედის დღის დღესასწაულის თანამედროვე ფორმით აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. თუმცა დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
ამერიკის კონტინენტზე აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად 1914-ში გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო.

ბეჭდვა