„რუსთავი 2“-ის ეზოში კვლავ ტელევიზიის მხარდამჭერები იმყოფებიან
„რუსთავი 2“-ის ეზოში კვლავ ტელევიზიის მხარდამჭერები იმყოფებიან
10:11 03.03.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობის ეზოში კვლავ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ეზოში მხარდამჭერებს კარვები აქვთ გაშლილი, სადაც მათ მთელი ღამე გაატარეს.
ტელეკომპანიის ტერიტორიაზე ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იკრიბებიან, რომლებიც დღეს პოლიტსაბჭოს გამართვას სწორედ ტელევიზიის მიმდებარედ გეგმავენ. ისინი სხდომაზე სამოქმედო გეგმის განხილვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი სასამართლომ ქიბარ ხალვაშს გადასცა, ტელევიზიის წილების 40% კი შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

ბეჭდვა