ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის მისი კოლექტივისთვის გადაცემის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს
 ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის მისი კოლექტივისთვის გადაცემის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს
09:47 03.03.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიის გუნდის სახელით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის კოლექტივისთვის გადაცემა შესთავაზა.
ამასთან დაკავშირებით გვარამიამ ბრიფინგი გამართა.
როგორც გვარამიამ განაცხადა, ტელეკომპანიის თანამშრომლები მათთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემის სანაცვლოდ ხალვაშს იმ თანხას გადაუხდიან, რომელსაც ის სასამართლოს გზით ითხოვდა.
„რუსთავი 2“ არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაც უკვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა. ამიტომ „რუსთავი 2“ - ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არის მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ „რუსთავი 2“ -ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა „ტვ პირველის“ ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს „რუსთავი 2“ -ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს „რუსთავი 2“, ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც „რუსთავი 2“ არის ისეთი, როგორიც არის და მე კი არა, გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს. თუ არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასაამრთლოში დაობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე. ჩვენ დავთავლეთ და ეს არის 4 209 397 დოლარი. 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. ჩვენ მივმარტავთ ქიბარ ხალვაშსა და მის პატრონ ხელისუფლებას. ამ ადამიანებს გადაეცით „რუსთავი 2“-ის ასივე პროცენტი და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ“- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსეენბთ, რომ გუშინ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ბიზნესმენსს ტელევიზიის წილის 60%, ხოლო 40% შპს „პანორამას“ გადაეცა.


ბეჭდვა