უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
09:38 03.03.2017
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან, ცვლილებების მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჰარმონიზაციაა ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015).
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების პროცესის თვისებრივი გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღსანიშნავია,რომ შეფასების პროცესში, უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებთან ერთად პირველად დამსაქმებლები და სტუდენტები ჩაერთვებიან. უმაღლესი განათლების სფეროში ფართო სპექტრის გამოცდილების მქონე და მაღალკვალიფიციური ექსპერტების შესარჩევად ცენტრი ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება მოხდება. აღნიშნული ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალმხრივ, გამჭვირვალე და სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს.
შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ცენტრი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად მომზადდება. ამასთან, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტები შესაბამის მომზადებას გაივლიან.


ბეჭდვა