საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს
 საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს
10:07 03.03.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას - ეკატერინე ეგაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა, თაიგული გადასცა და წარმატებები უსურვა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები დედის დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისგან გათავისულდნენ.

შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ასევე, დედის დღე მიულოცეს თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს და თაიგულები გადასცეს.


ბეჭდვა