სტუდენტთა საინიცატივო ჯგუფმა დღეს ვერის ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო და საზოგადოებას 26 ივნისს
ვეტერანთა და დევნილთა მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
როგორც სტუდენტთა საინიცატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტუდენტთა საინიცატივო ჯგუფის ორგანიზებით, 26 ივნისს, პარლამენტთან ვეტერანთა და დევნილთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
მისი თქმით, ეს ხალხი ხელისუფლებისგან უყურადღებოდაა დარჩენილი, ვეტერანები და დევნილები ვერ სარგებლობენ იმ შეღავათებით, რაც წესით უნდა ჰქონდეთ.
„ჩვენი ვალია ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნაა, ვეტერანთა შვილებმა უფასო განათლებით ისარგებლონ“ - განაცხადა კობაიძემ.
მისი თქმით, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუშში სულ შვიდი უნივერსიტეტია გაერთიანებული.
აქცია პარლამენტთან 26 ივნისს, 13.00 საათზე გაიმართება.
