თბილისის საჯარო ბაღებმა დედის დღე აღნიშნეს
თბილისის საჯარო ბაღებმა დედის დღე აღნიშნეს
18:33 02.03.2017
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებმა დედის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრადიციულად, თითქმის ყველა ბაღში ბავშვებმა დედებისათვის მისალოცი ბარათები და სუვენირები დაამზადეს.

წყნეთის N114 საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა კი თანატოლებისათვის თეატრალური წარმოდგენა გამართეს. პატარა მსახიობებმა აღმზრდელების დახმარებით თოჯინების სპექტაკლი „ჭუკიტოს თავგადასავალი“ წარმოადგინეს და აღფრთოვანებული მაყურებლების ოვაციაც დაიმსახურეს.

ბაგა-ბაღის დირექტორის, ნინო მამამთავრიშვილის განცხადებით, თოჯინების თეატრი მცირე ექსპერტიმენტი იყო, რომელმაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ და აღმზრდელებმა გადაწყვიტეს, რომ სამომავლოდ რეპერტუარი განავრცონ და კიდევ უფრო ხშირად გამართონ თეატრალური წარმოდგენები.


ბეჭდვა