ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება
ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება
18:23 02.03.2017
ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გაეცნო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება, ხოლო ბახმაროს შესახვევი #19-ში სამუშაოები დასრულდა, სადაც 17მ სიგრძის კედელი აშენდა.

„ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურისთვის, ასევე, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ 15-მდე საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ ტიპის სამუშაოებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა - 772 592 ლარია გათვალისწინებული“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ამ ეტაპზე საყრდენი კედლის მშენებლობა ზვარეთის ქ.N36ა-ში მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც გამგეობამ ბიუჯეტიდან 577 297 ლარი გამოყო.



ბეჭდვა