უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო.
აქციაზე საზოგადოების ნაწილთან ერთად პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
სასამართლოსთან მობილიზებულია სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გაიმართება. არაა გამორიცხული, რომ საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი. ტელეკომპანიის საქმის განმხილველი პალატის შემადგენლობა ასეთია: მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
