„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავენ
„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავენ
09:36 02.03.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმოამდგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს, უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავენ.

ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსთავი 2“ აგრძელებს მაუწყებლობას, ჩვენ ვაანონსებთ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30 საათზე გაიხსნება მაუწყებლობა ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველ დღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“- განაცხადა გვარამიამ.

დღეს უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გაიმართება. სასამართლო პროცესს მხარეები არ დაესწრებიან. ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, ვინც აღნიშნულ საქმეს განიხილავს. ესენი არიან: მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
ბეჭდვა