ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმოამდგენლები და მათი მხარდამჭერები ხვალ, უზენაეს სასამართლოსთან
აქციას გამართავენ.
ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსთავი 2“ აგრძელებს მაუწყებლობას, ჩვენ ვაანონსებთ ხვალ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30 საათზე გაიხსნება მაუწყებლობა ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველ დღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“- განაცხადა გვარამიამ.
ხვალ უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გაიმართება. სასამართლო პროცესს მხარეები არ დაესწრებიან. ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, ვინც აღნიშნულ საქმეს განიხილავს. ესენი არიან: მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
