გლდანის, სამგორის და ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
გლდანის, სამგორის და ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:41 01.03.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ გლდანის, სამგორის და ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება
დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა გლდანის რაიონში 12 საათიდან 13 საათამდე შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


სამგორის რაიონში კი 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ისნის რაიონში 15 საათიდან 16 საათამდე აგრეთვე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.












ბეჭდვა