ვერტყვიჭალაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება
ვერტყვიჭალაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება
17:25 01.03.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის კულტურის ცენტრის შენობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, შემოვლითი გზის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
შეხვედრის მიზანი დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაა.



ბეჭდვა