ზურაბ ალავიძემ ხაშურში სპორტ-კომპლექსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა
ზურაბ ალავიძემ ხაშურში სპორტ-კომპლექსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა
16:19 01.03.2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონებში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით ხაშურში სპორტ-კომპლექსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია.
სპორტ-კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ობიექტის გახსნის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიში შეეძლება. მშენებლობაზე ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული.


ბეჭდვა