თბილისში გრიგოლ წიტაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
თბილისში გრიგოლ წიტაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
15:16 01.03.2017
თბილისის მე-7 ბიბლიოთეკის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის გრიგოლ წიტაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსახიობის ვიდეო არქივები სხვადასხვა ფილმიდან.

თეატრსა და კინოში გრიგოლ წიტაიშვილის მოღვაწეობაზე მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა ისაუბრეს.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს უამრავი კინო როლი აქვს შესრულებული, მათ შორის: „კუკარაჩა“, „იმერული ესკიზები“, „ჩარი რამა“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „დათა თუთაშხია“ და სხვა.

ღონისძიება დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

ბეჭდვა