საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო პროექტთან დაკავშირებით
პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე, იმ პროექტს წარადგენენ, რომლითაც ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს.
პრესკონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იტალიელი რესტავრატორი, UNESCO-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი ანდრეა ბრუნო გაუძღვებიან.
პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მწერლები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
