ჩუღურეთის და სამგორის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
ჩუღურეთის და სამგორის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:30 27.02.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო, ჩუღურეთის და სამგორის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზუდვა ჩუღურეთის რაიონში, 10-დან 18 საათამდე აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.

სამგორის რაიონში კი, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 12 -დან 13 საათამდე შეზღუდვა ჭიჭინაძის ქუჩის № 23, 23ა, 25 და 27-ის მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, 13 -დან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ჭიჭინაძის ქუჩის № 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12 და 18-ის მაცხოვრებლები.







ბეჭდვა